მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში ევროკავშირში ექსპორტზე 599,7 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა

5bf3b2f0e3252
თამუნა დემეტრაშვილი
20.11.18 10:20
697
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ევროკავშირის ქვეყნებში 599,7 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, იმპორტის სახით კი 2,1 მილიარდი დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ევროკავშირის ქვეყნებთან უარყოფითი სალდო 1,6 მილიარდი დოლარია. ყველაზე მეტი, 209 მილიონი დოლარის პროდუქცია საქართველოდან ბულგარეთში გავიდა, მეორე პოზიციაზე 46,3 მილიონი დოლარით რუმინეთია, 45,4 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე ესპანეთში, 41,6 მილიონი დოლარის კი გერმანიაში. ყველაზე ნაკლები ღირებულების ექსპორტი (11, 8 ათასი დოლარი) ლუქსემბურგში განხორციელდა, ერთადერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა კი სადაც ქართული პროდუქციის ექსპორტი საერთოდ არ მომხდარა- პორტუგალიაა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობასთან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, თუმცა არის 4 გამონაკლისი. ბულგარეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში და მალტაში ექსპორტზე უფრო მეტი პროდუქცია გავიდა, ვიდრე იმპორტით შემოვიდა.