მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მლნ ლარი ფაროსანას საწინააღმდეგოდ

59c120620d287
ელენე გოგბერაშვილი
19.09.17 17:47
962
"ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყო", - ამის შესახებ "საქმის კურსს" სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, მავნებელის წინააღმდეგ ღონისძიებებში რამდენიმე დღის წინ ავიაციაც ჩაერთო. როგორც ნოდარ კერესელიძე ამბობს, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ სეზონურად პოპულაციის შემცირება არ მოხდება.

"ფაროსანა გამოზამთრებადი მწერია. ამის შემდგომ ჩვენ შეგვეძლება გავაანალიზოთ ამ ღონისძიებების შედეგები. შედეგი, რაც დადგა არის ის, რომ მავნებელი არ გასცდა იმ რეგიონს, სადაც მოხდა მისი შეჭრა", - აცხადებს ნოდარ კერესელიძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რათა მომავალ წელს როგორც სახელმწიფო, ისე ფერმერები მომზადებული შეხვდნენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს.

"დამატებით 10 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა ბიუჯეტიდან მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ მოგვიწევს და საერტთშორისო ექსპერტების დასკვნაც მეტყველებს, რომ ეს არ არის ერთი ან ორწლიანი პროგრამა. ჩვენ შეგუებული ვართ იმ აზრს, რომ მომავალი რამდენიმე წელი ჩვენ პროგრამული სახით გვექნება ამ მავნებელთან ბრძოლა. რა თანხა დაიხარჯება ამ მიმართულებით მომავალ წელს, ახლა მიმდინარეობს ბიუჯეტის შემუშავება", - აცხადებს ნოდარ კერესელიძე.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე თავდაპირველად 13 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან 7,5 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ, 5,5 მილიონი ლარი კი ამერიკის მთავრობამ გამოყო.