მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მარტი ახლოვდება, აშშ-მა შესაძლოა $250,000,000,000-ის ღირებულების ჩინურ იმპორტს 25%-იანი ტარიფი დაუწესოს

5c6c5a6222271
BM.GE
19.02.19 23:34
1408
თუ 2019 წლის 1 მარტამდე აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებას არ მიაღწევენ, მაშინ აშშ-ში ათასობით დასახელების ჩინური წარმოების პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი ამოქმედდება. აღნიშნული დასახელების საქონლის იმპორტი 2018 წლის განმავლობაში $200 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამასთანავე, როგორც ცნობილია, თუ აშშ-მა ტარიფები გაზარდა, ჩინეთი სარკისებურ ნაბიჯს განიხილავს და $60 მილიარდის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე გაზრდის ტარიფებს.

როგორი იქნება ეს შეთანხმება უცნობია, ამასთანავე, შესაძლოა თეთრმა სახლმა შესაძლოა გაზრდილი ტარიფების ამოქმედა 1 მარტის შემდგომ გადაავადოს, რის შესახებაც განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა პრობლემად რჩება ჩინეთის მხრიდან აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის და ოფიციალური პეკინის მიერ ჩინური კომპანიებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების მიცემის საკითხები.

ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მაირონ ბრილიანტის განცხადებით, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისი აზრით, ისინი სწორედ იმ ეტაპზე არიან, როდესაც ორივე მხარემ ზუსტად იცის დასმული საკითხი, თუ რამხელა პროგრესი განიცადა არაერთმა სფერომ ჩინური ბაზრის ლიბერალიზაციით, თუნდაც ფინანსური კუთხით, მაგალითად, ავტომანქანის ტარიფების შემცირება.
რამდენიმე კვირის წინ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი ამერიკის ხაზინის მდივანს (ფინანსთა მინისტრს) სტივ მანუჩინს შეხვდა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ქსინჰუას" ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ორმხრივად სასურველ შედეგებს დადებს.