23.მარტი.2016 12:30
ბიზნესი

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იგეგმება

 წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იგეგმება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის „ქართული ჩაი“ ანხორციელებს.
 
დღეს, "ქართული ჩაი" მენეჯერმა ლევან უროტაძე და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთს ესტუმრნენ და ჩაის სარეაბილიტაციო ნაკვეთები მოინახულეს. სოფელ ოფურჩხეთში პროგრამის ფარგლებში იგეგმება 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება:

• კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:
• იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპიანი, პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.



15.ნოემბერი.2018 10:30
62

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
191

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
432

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
162

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად
08.ნოემბერი.2018 14:34
131

სავაჭრო ობიექტები თამბაქოს სურსათთან და სხვა პროდუქტებთან ერთად ვეღარ გაყიდიან

ვრცლად
07.ნოემბერი.2018 14:10
238

"ბიძინა ივანიშვილთან საქმის გარჩევები არ მქონია"

ვრცლად