16.მაისი.2018 18:49
ეკონომიკა

შსს-ს ოპტიკურ ქსელს შესაძლოა Silknet მოემსახუროს

 შსს-ს ოპტიკურ ქსელს შესაძლოა Silknet  მოემსახუროს
შსს-ს ოპტიკურ ქსელს შესაძლოა Silknet (სილქნეტი) მოემსახუროს. კომპანია უწყებას პროექტის განხორციელებას 25,8 მილიონ ლარად სთავაზობს, რაც ტენდერის თავდაპირველ ღირებულებაზე 112 ათასი ლარით ნაკლებია.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2094 წერტილის (ე წ. ჭკვიანი კამერების) ოპტიკური ქსელით მომსახურება უნდა უზრუნველყოს. წერტილების ქსელში ჩართვა 4 ეტაპად უნდა მოხდეს და 2019 წლის ივლისამდე დასრულდეს. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ქსელის ექსპლუატაცია და მომსახურება 2023 წლის ბოლომდე უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ მარტში გამოცხადებული პირველი ტენდერი სამი პრეტენდენტის მიერ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულმა ტექნიკური ხასიათის შეკითხვებმა განაპირობა. დაზუსტების შემდეგ, ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ფასი კი 20 მილიონიდან 26 მილიონამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე ,,სილქნეტის“ მიერ წარდგენილი წინადადების შეფასება მიმდინარეობს.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



19.ოქტომბერი.2018 19:28
118

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
1465

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 17:00
339

7 ფაქტი ქართული ტურისტული სექტორის შესახებ

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 16:12
74

"2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს"

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 13:54
105

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 11:26
555

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 465%-ით გაიზარდა

ვრცლად