მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომის ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსი გამოცხადდა

BM.GE
18.02.19 09:28
967
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ბორჯომის ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. საკონკურსო ჟიური 10 წევრისაგან დაკომპლექტდება. მის შემადგენლობაში იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ბიზნესმენები. კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ ასევე მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებს.

http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7121-borjomiscentraluriistoriuliparkisganvitharebiskoncefciiskonkursigamockhadda.