მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
13.11.19 11:15
1311
მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას სერიოზულად განიხილავს, კიდევ ერთხელ. მაიკლ ბლუმბერგი დაიბადა ბოსტონში 1942 წლის 14 თებერვალს. ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, პირველი სამსახური, საბროკერო კომპანია „Salomon Brothers"-ში დაიწყო. 1981 წელს მან კომპანია Innovative Market Systems დაარსა. მოგვიანებით კომპანიამ სახელი შეიცვალა და Bloomberg ეწოდა.

მაიკლ ბლუმბერგის კომპანიის პირველი კლიენტი ცნობილი საინვესტიციო ბანკი Merrill Lynch გახდა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერას, 2001 წელს მაიკლ ბლუმბერგი ნიუ იორკის მერად აირჩიეს. ეს პოსტი მან უპირატესად ორი მიზეზის გამო დაიკავა: ის ფლობდა სოლიდურ ფინანსურ სასხსრებს ფართომასშტაბიანი სარეკლამო კომპანიის ჩასატარებლად (მან პირადად ჩადო საარჩევნო კომპანიაში 41 მილიონი დოლარი), და მეორე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას მხარი დაუჭირა ნიუ იორკის წინამორბედმა მერმა რუდოლფ ჯულიანიმ.

რაც შეეხება ბლუმბერგის საპრეზიდენტო ამბიციებს, ბიზნესმენი და პილიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 2016 წელს, დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში გეგმავდა. ბოლო მომენტში მან გადაიფიქრა, რადგან თვლიდა, რომ ის ტრამპის კონკურენტების ხმას მიიღებდა. დღეს მაიქლ ბლუმბერგი 53 მილიარდ ამერიკულ დოლარს ფლობს. სულ ახლახანს კი ბლუმბერგმა ასეთი განაცხადი გააკეთა. "ჩვენ უნდა დავასრულოთ საქმე და უზრუნველვყოთ ტრამპის დამარცხება. მაგრამ მაიკს უფრო და უფრო აწუხებს ეჭვი, რომ მოქმედი კანდიდატები ამას ვერ შეძლებენ." - თქვა ბლუმბერგის სპიკერმა.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG საერთაშორისო მიმომხილველი;