14.სექტემბერი.2018 10:20
ეკონომიკა

პაპავა სესხების რეგულაციებზე: „გაგვიმხილოს მთავრობამ, სადამდე აპირებს ასვლას“

 პაპავა სესხების რეგულაციებზე: „გაგვიმხილოს მთავრობამ, სადამდე აპირებს ასვლას“
ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ეკონომისტ გიორგი პაპავას აზრით, იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეებს დანაზოგები უფრო დოლარში აქვთ და შესაბამისად, ბანკებისთვისაც ძვირია ლარის რესურსი, ახალი რეგულაციის შედეგად, ბიზნესს სასესხო პროდუქტები სავარაუდოდ, გაუძვირდება.
ასე აფასებს პაპავა bm.ge-თან მთავრობის მიერ გაცხადებულ იმ ახალ რეგულაციას, რომლის თანახმად, 200 000 ლარამდე სესხების დოლარში აეღება აეკრძალება როგორც - ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ანუ ბიზნესს.

„იმ ფონზე, როცა ვამბობთ, რომ ქვეყანაში ფინანსური განათლება უნდა ავამაღლოთ და რესურსი იმაზე დავხარჯოთ, რომ ადამიანები მიეჩვიონ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ამ პროცესს აზარალებს, როცა ჩვენ პატერნალისტურად ვეუბნებით, რომ გინდა თუ არა სესხი ლარში აიღეო. ჩვენ ყოველთვის ვმსჯელობთ თითო რეგულაციაზე ამოგლეჯილად, მაგრამ თუ შევხედავთ 1-1.5 წლის განმავლობაში შემოსულ რეგულაციებს და ამის კუმულაციურ ეფექტს გავზომავთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე ზოგადად ბიზნესის განვითარებაზე. მნიშვვნელოვანია, ზღვრის 100-დან 2000 ათასამდე გაზრდას რა ეფექტი ექნება, ასე კი არ შევხედოთ საკითხს, არამედ გაგვიმხილოს მთავრობამ, სადამდე აპირებს ასვლას“, - აცხადებს პაპავა.

ამასთან, მისივე თქმით, მართალია ეროვნული ბანკი ამაყობს იმით, რომ ამ რეგულაციების და ზოგადად, ლარიზაციის პოლიტიკის შედეგად, დოლარიზაციის დონე ქვეყანაში მცირდება, მაგრამ რეგულაციის ეფექტის შეასაფასებლად მხოლოდ ეს მაჩვენებლი არ კმარა და სრულყოფილი ანალიზია გასაკეთებელი.
ავტორი: თელარა გელანტია



20.ნოემბერი.2018 17:22
255

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
454

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
1014

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
97

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
127

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
86

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად