16.მაისი.2018 20:00
საზოგადოება

outswift დამფინანსებელს ეძებს

 outswift დამფინანსებელს ეძებს
იდეა რომელზე მუშაობაც 3-მა მეგობარმა ერთი წლის წინ დაიწყო, მომხმარებლისთვის ავიაბილეთის შესაძენად საუკეთესო შეთავაზების პოვნას ემსახურება.
იდეის მიზანია, Outswift-ის მომხმარებლემა ე.წ “last minute tickets” ( ანუ ფრენის შესულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ) არსებული ბილეთების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სასურველ მიმართულებაზე ბილეთი დაბალ ფასად შეიძინონ.

სტარტაპის შემქმნელებს მოლაპარაკებები Atlantic global Airways-თან და Georgia Airways-თან აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე შესაძლო თანამშრომლობისთვის საქმიანი ურთიერთობა “დაპაუზებულია”. “ ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. გვჭირდება 15-20 ათასი დოლარის ინვესტიცია იმისთვის, რომ სტარტაპის სისტემური უზრუნველყოფა მოვახდინოთ. პროექტს ჯერ არ აქვს ონლაინ აპლიკაცია და კომპანიებთან მოლაპარაკებებიც ამიტომ დაპაუზებულია. ჯერ ისევ A სტადიაზე ვართ.” - ამბობს შალვა ელიშაკოვი, outswift -ის თანადამფუძნებელი

მისი განცხადებით რამდენიმე მცდელობა უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად უშედეგოდ დასრულდა თუმცა საერთაშორისო ფორუმებზე შეთავაზებები გაგზავნილია და არაფერი გამოირიცხება.

“მზად ვართ ნებისმიერი დახმარების მისაღებად. ფორუმებზე გაგზავნილი წინადადებებიდან შეიძლება სრული არა, მაგრამ ნაწილობრივი დაფინანსება მივიღოთ. ჩვენთვის ყველა ტიპის დახმარება მნიშვნელოვანია, არაა აუცილებელი ეს იყოს ფულადი ინვესტიცია. თუ იქნება შესაძლებლობა რომ სისტემის აწყობაში რომელიმე პროგრამისტი დაგვეხმაროს ჩვენ მის თანამონაწილეობას, როგორც აღმასრულებელი დირექტორისას ისე განვიხილავთ” - განაცხადა შალვა ელიშაკოვმა bm.ge-სთან.



24.მაისი.2018 19:03
52

ცოცხალი ანგარიშები და მათი მნიშვნელობა

ვრცლად
24.მაისი.2018 17:15
933

კალაძე სლოვაკეთის საელჩოს ინფორმაციას ფილმში მონაწილეობაზე არ ადასტურებს

ვრცლად
24.მაისი.2018 17:00
64

"2014-2017 წლებში დევნილის სტატუსი 1 232 ადამიანს ჩამოერთვა"

ვრცლად
24.მაისი.2018 16:18
15

"ავერსი" 26 მაისს მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს

ვრცლად
24.მაისი.2018 12:39
76

ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმებული კანონპროექტი კომიტეტს 7 ივნისამდე უნდა წარედგინოს

ვრცლად
24.მაისი.2018 11:49
149

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

ვრცლად