30.ნოემბერი.2015 14:36
საფინანსო სექტორი

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მილიონი ლარით გაიზარდა

 ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მილიონი ლარით გაიზარდა
ოქტომბერში, ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 393.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 33.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
 
ეროვნული ბანკის ოქტომრის თვის მიმოხილვის მიხვედით, 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 12.5.მლნ ლარით შემცირდა და 15.35 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 33.7 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიხედვით, საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო. თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტით სესხების კლება დაფიქსირდა. ოქტომბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 80.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 68.8 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 45.8 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 12.4 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და 5.48 მლრდ ლარს გაუტოლდა. კლების დიდი წილი გრძელვადიან სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 3.9 მლნ აშშ დოლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.26 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 82.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების მოკლევადიანი დაკრედიტების ზრდით იყო გამოწვეული.



11.დეკემბერი.2018 18:59
139

გიორგი ქობულია: „ინვესტორებთან მუშაობა ცოტა სხვა დონეზე უნდა „ავწიოთ“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:10
231

სოციალურად დაუცველებისთვის ვალების ჩამოწერას მისო-ებს არ დაუბეგრავენ

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 16:30
356

ბუცხრიკიძე: კონკურენციის შესახებ კანონის საბანკო სექტორზე გავრცელება, შეცდომა იქნება

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 16:28
145

„1%-ზე ნაკლებია იმ მისო-ების პრობლემური სესხები, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 15:29
369

ბუცხრიკიძის შეფასებით, ე.წ. პრობლემური სესხები ძირითადად მისო-ებში იყო დაგროვილი

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 15:05
322

„ქართუ ფონდთან“ მემორანდუმის გაფორმებას 10 მისო გეგმავს

ვრცლად