მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზარდა

565bf9d33b530
BM.GE
30.11.15 11:22
1555
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2015 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა, შეგახსენებთ რომ გასული წლის 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 5,6 პროცენტი იყო.
 
ოქტომბერში, საქონლის ექსპორტმა 187,7 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 614,8 მილიონი დოლარი. 2015 წლის 10 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 პროცენტით შემცირდა, აქედან ექსპორტი 24 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 10 პროცენტით.