10.თებერვალი.2016 15:19
საზოგადოება

მაკა ასათიანი: საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სამართლიანია

 მაკა ასათიანი: საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სამართლიანია
საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრიტების პროცესის შეჩერების შესახებ სამართლიანს უწოდებს არხის ერთ-ერთი მფლობელი, მაკა ასათიანი. როგორც ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიდეს.
 
"ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და "მაესტროს" მთელ გუნდს ეკუთვნის. მთავარი ის არის, რომ მოგვეცემა საშუალება სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიდეს ეს ყველაფერი და არ იყოს ეს მდგომარეობა რაც აქამდე იყო", - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის არხის დირექტორად რეგისტრაციის პროცესი დღეს შეაჩერა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.



20.ივლისი.2018 16:10
39

"მაჟორიტარის ბიუროების საქმიანობა მოკლებულია კონკრეტულ შედეგებს"

ვრცლად
20.ივლისი.2018 15:35
34

"დღგ-ს დაბრუნების რეჟიმი გამართულად მუშაობს"

ვრცლად
20.ივლისი.2018 14:46
27

"ბენზინზე მომუშავე მანქანა უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტომობილი"

ვრცლად
20.ივლისი.2018 13:38
21

სიმონ ჯანაშია: სასწავლო დაწესებულებების მართვის პრინციპები უნდა შეიცვალოს

ვრცლად
20.ივლისი.2018 13:29
28

გზების მშენებლობაში ინოვაციური მიდგომების გამოყენება იგეგმება

ვრცლად
20.ივლისი.2018 13:22
96

"სახელმწიფოს პრიორიტეტი განათლება უნდა გახდეს"

ვრცლად