მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იციკ მოშე: ელჩებს ქვეყანაში თვეში 30 ინვესტორის ჩამოყვანა შეუძლიათ

566bdaa304b4a
BM.GE
12.12.15 12:25
1399
„მჯერა რომ საქართველოში თვეში 30 ინვესტორის ჩამოყვანას შეძლებენ. ამან კი მილიარდზე მეტი თანხა შეიძლება მოიტანოს ქვეყანაში“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ, გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა. მოშემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ელჩების როლი დიდია.

"ადამიანი, რომელიც ბიზნესში მოღვაწეობს და დიდ წარმატებას აღწევს, მისი ოცნება, არის, რომ დიდი ფული იშოვოს. ასევე, მისი ქვეცნობიერი ოცნება არის, რომ აღიარება მიიღოს თავისი, ან უცხო ქვეყნიდან. მე არ მინახავს არც ერთი ბიზნესმენი, რომელიც უარს იტყოდა ელჩის ზარზე, - როდესაც ბიზნესმენს ურეკავს რომელიმე ელჩი და ესალმება, ვინაობას უმხელს და ეუბნება, რომ მისი ქვეყნის პრეზიოდენტი, ან პრემიერი ელოდება. თუ ელჩები ამას თვეში ერთხელ გააკეთებენ, მჯერა რომ საქართველოში თვეში 30 ინვესტორის ჩამოყვანას შეძლებენ. ამან კი მილიარდზე მეტი თანხა შეიძლება მოიტანოს ქვეყანაში. მე ბედნიერი ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბევრ შეხვედრაზე, ეკონომიკასა და ისრაელთან ურთიერთობებზე საუბრობს", - განაცხადა მოშემ.