მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მზად არის

565d44e2f11b8
BM.GE
01.12.15 10:55
2963
პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივნის, გიორგი გახარიას განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით, "ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი მზად არის. საუბარია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე, რომელიც საჯარო არ იყო, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და ტრანზიციის პერიოდის გაგრძელებას შეეხებოდა.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" გიორგი გახარიამ განუცხადა, ეს თემა მას შემდეგ გახდება აქტუალური, როდესაც საკონსტიტიტუციო სასამართლო ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მე როგორც ვიცი ამ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ცვლილებების ხასიათი ძირითადად არის, აღმასრულებელი ორგანოს დამოუკიდებლობის და დაცულობის ხარისხის გაზრდა. ეს ყველაფერი აქტუალური გახდება, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეცოდინება საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საოკნსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.