13.მარტი.2018 16:42
საზოგადოება

C.T. Park: სფეროს კონტროლის აღება თანამდებობის პირებს სურთ

 C.T. Park:  სფეროს კონტროლის აღება თანამდებობის პირებს სურთ
,, სითი პარკთან’’ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ლევან ტაბიძე აცხადებს, ამის შესახებ მათ თბილისის მერის, კახა კალაძის სატელევიზიო გამოსვლით შეიტყვეს. კომპანია მერიის გადაწყვეტილებას არაკეთილსინდისიერ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სფეროს კონტროლის მიზნით იყოს ნაკარნახევი.

,,კომპანიისთვის მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ სითი პარკი არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არცერთი დავა დასრულებული არ არის. ეს არის ის საკითხი რომელზეც ვერ თანხმდება კომპანია და მერია. კომპანიას მიაჩნია, რომ ის ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. თუ საუბარია იმაზე, რომ კომპანია არ ამატებს ახალ საპარკინგე ადგილებს, აქ უნდა ითქვას, რომ თვითნებურად კომპანია ვერ დაამატებს ვერცერთ საპარკინგე ადგილს, რადგან ამ გადაწყვეტილებას იღებს მერია.კომპანიისთვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა ამ სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული თანამდებოიბის პირთა ინტერესები და სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონზე და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა. კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს როგორც ბიზნესის,ისე უცხოელი ინვესტორის უფლებებს’’-აცხადებს ლევან ტაბიძე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



18.ივნისი.2018 20:00
10

გამოცდების და ტესტირების პროცესს ვიდეოსათვალთვალო კამერები გააკონტროლებს

ვრცლად
18.ივნისი.2018 19:20
283

ვინ დგას კომპანია QNET უკან?

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:24
14

ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია იგეგმება

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:40
75

ახალი მთავრობა სპორტული ტურიზმის სტრატეგიას შეიმუშავებს

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:25
54

მასწავლებელთა მოსამზადებლად ინტეგრირებული პროგრამა დაინერგება

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:00
513

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა

ვრცლად