12.იანვარი.2016 16:58
ეკონომიკა

BDO-მ საპარტნიორო ფონდს რაჭის განვითარების კონცეფცია წარუდგინა

 BDO-მ საპარტნიორო ფონდს რაჭის განვითარების კონცეფცია წარუდგინა
საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მოამზადა. კონცეფცია საკონსულტაციო კომპანიამ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს წარუდგინა. ფონდის ხელმძღვანელობამ კონცეფციათან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა და კომპანიას სთხოვა კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალიზაცია და დაზუსტებები წარმოადგინოს. მხარეები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც BDO ფონდს რაჭის განვითარების კორექტირებულ კონცეფციას წარუდგენს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, რაჭის რეგიონით კერძო სექტორის დაინტერესება რთული პროცესია, ამიტომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია რეგიონის განვითარებისთვის. „სახელმწიფომ უნდა აჩვენოს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის (PPP) მაგალითი. კონცეფციის მთავარი მიზანია შესთავაზოს სახელმწიფოს რეკომენდაციები, როგორ დააინტერესოს კერძო სექტორი“, აღნიშნა საგანელიძემ.
 
"კონცეფცია მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდ კი შაორის ტბაზე, უწერასა და შოვში. კონცეფციის თანახმად, რეგიონში უნდა აშენდეს როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რადგან რაჭა მდიდარია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროებით.

კონცეფცია ასევე ითვალისწინებს რაჭაში, მათ შორის უწერასა და შოვს შორის არსებული გზის რეაბილიტაციას, არსებული გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მიყვანას კურორტებამდე, საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგება/მოწყობას (ტურისტული საინფორმაციო პუნქტები, საინფორმაციო დაფები,, პარკირების ადგილები, ქუჩის განათებები და სხვა). ასევე პროექტი გულისხმობს შაორის ტბაზე ტურისტული სანაოსნო კლუბის მოწყობას, სალაშქრო გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და ველოსიპედის გზების, საბავშო მოედნების, ატრაქციონების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საკურორტო ზონებში", - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში. 



20.სექტემბერი.2018 18:00
199

"სტარტაპ საქართველო" "ჯეო ნიუ სტილს" პასუხობს

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 17:23
370

ბათუმის სტადიონს, მშენებლობის დაწყებიდან 10 თვის თავზე, ზედამხედველი ეყოლება

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 16:30
152

"სამშენებლო კონტრაქტებში, ხშირად შეიძლება წარმოიშვას სადაო საკითხები"

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 15:43
133

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ტარიფები შეიცვლება მტკნარი სიცრუეა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 15:30
136

"საქართველო მუშაობს, რომ საარბიტრაჟო დავების განხილვის რეგიონულ ცენტრად გადაიქცეს"

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 14:52
133

როდის ამოქმედდება სასამართლოებში კომერციული დავების განმხილველი პალატები?

ვრცლად