მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ირანს "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფანით შავ ზღვაზე გასვლას სთავაზობს

567a48c44c606
BM.GE
23.12.15 11:04
1681
აზერბაიჯანი ირანს "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფანით შავ ზღვაზე გასვლას სთავაზობს. სააგენტო Trend.az-ის ინფორმაციით, თეირანში გამართულ ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო კომისიის სხდომაზე აზერბაიჯანმა ირანს შავ ზღვაზე გასვლისთვის "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფანი და საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენება შესთავაზა, რითაც შესაძლებელი გახდება ირანული ტვირთების ერთის მხრივ რუსეთში, მეორეს მხრივ დასავალეთში - შავ ზღვაზე ქართულ პორტებთან (აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით) ტრანსპორტირება მოხდეს.

შეგახსენებთ, სარკინიგზო მაგისტრალი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ ერთმანეთთან დააკავშირებს ჩრდილოეთ ევროპას და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას - ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სარკინიგზო ხაზებს. წინასწარი შეფასებით, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 1,4 მლნ მგზავრი და 5-7 მლნ ტონა ტვირთი იქნება.