07.დეკემბერი.2018 19:30
ეკონომიკა, საზოგადოება

16 დეკემბრამდე უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება მიეცათ

 16 დეკემბრამდე უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება მიეცათ
„სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში დარეგისტრირება ნებისმიერ უცხოელ მოქალაქეს შეეძლება და არა - მხოლოდ მათ, ვინც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მემკვიდრეობით მიიღო“, - ასეთი განმარტება bmg-თან საკონსტიტუციო სასამართლოში გააკეთეს.

აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

კერძოდ, მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.
სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვა: უცხოელები მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას შეძლებენ თუ შეზღუდვა ყველას მოეხსნა?

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე უცხოელი მოქალაქის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს ეხებოდა, ჯამში, მორატორიუმი ყველაზე ვრცელდება, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია.

„გაუქმდა ის ნორმა, რომელიც აწესებდა შეზღუდვებს უცხოელებზე მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით, ეს ნორმა ეხებოდა ყველა უცხოელს, რომელსაც საქართველოში სასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთის შეძენა სურდა, შესაბამისად, ყველა უცხოელს შეუძლია მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია 16 დეკებრამდე“, - აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

თუმცა bm.ge-ის კითხვაზე, რა იქნება 16 დეკემბრის შემდეგ ანუ მას მერე, რაც ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, საკონსტუტციო სასამართლოში პასუხის გაცემა უჭირთ და ამ ეტაპზე მეტი კონკრეტისგან თავს იკავებენ.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე



13.დეკემბერი.2018 21:03
25

"სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის თელავში ქვემეხებს გაისვრიან" - თელავის მერია

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 20:41
153

ომეგა ჯგუფის საგანგებო მიმართვა საქართველოს მთავრობასა და ბრიტანეთის საელჩოს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 20:30
19

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რომ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 19:50
104

28.2 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი TOP-ინვესტორების ათეულშია

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 19:01
391

„სვეტის“ შეჩერებულ მშენებლობებს, სავარაუდოდ, “M კვადრატი“ დაასრულებს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 18:30
217

2017 წელს “ტავ ურბან ჯორჯიას” მოგება 156 მილიონი ლარი იყო

ვრცლად