11.თებერვალი.2019 12:16
ეკონომიკა

სად და რამდენი პირუტყვი გადის საქართველოდან ექსპორტზე?

  სად და რამდენი პირუტყვი გადის საქართველოდან ექსპორტზე?
საქსტატის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ქვეყნიდან ექსპორტის სახით 29,5 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი პირუტყვი გავიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებლზე 18%-ით ნაკლებია.

შემცირებულია სულადობაში გამოხატულ მაჩვენებელიც - გასულ წელს ქვეყნიდან 126 ათას 858 სული მსხვილფეხა საქონელი გაიყვანეს, 2017-ში კი, ეს მაჩვენებელი 133 ათას 269 სული იყო. ბოლო წლებში, საქართველოდან საქონელი 3 ქვეყანაში -აზერბაიჯანში, ერაყსა და ირანში გადიოდა.

2017 წელს ექსპორტის 72% ერაყზე მოდიოდა, შემდეგი კი, აზერბაიჯანი იყო; მცირე ღირებულების - სულ 69 ათასი დოლარის პირუტყვი გავიდა ირანში. გასულ წელს კი, სურათი მკვეთრად შეცვლილია -  ერაყში ექსპორტი თითქმის განახევრებულია, აზერბაიჯანში კი, პირიქით 50%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ირანს, გასულ წელს ამ ქვეყანაში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საერთოდ აღარ გასულა.

რატომ შეწყდა ირანში ექსპორტი? - ამ კითხვით bm.ge-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, საიდანაც გვიპასუხეს, რომ რაიმე აკრძალვა ან კარანტინი უწყებაში არ ფიქსირდება და მიზეზი, მხოლოდ ბიზნესის მხირდან აქტიურობის შეჩერებაა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 140 კილოგრამამდე წონის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



19.თებერვალი.2019 14:42
83

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
89

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
253

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
190

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
261

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
232

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად