ხუთ, 27 ივლისი
ხუთ, 27 ივლისი
ახალი ამბები:
ENG
26.09.2016 | 13:05

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განვითარების სტრატეგიას წარადგენს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ აპარატის 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიას წარადგენენ.

ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

დოკუმენტი ასახავს ორგანიზაციის ღირებულებებს, მისიასა და ხედვას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს მომდევნო 5 წლის მანძილზე. დოკუმენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სფეროს ექსპერტებთან განხილვისა და თანამშრომლობის გზით, საკონსულტაციო კომპანიის „ჯეპრა“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას. სტრატეგიის პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, გაეროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 27 სექტემბერს, 11:30 სთ-ზე, სასტუმროში „რუმსი თბილისი“.
უკან დაბრუნება
592ნახვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განვითარების სტრატეგიას წარადგენს
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა ანონსი ნახეთ მეტი