სამშ, 26 სექტემბერი
სამშ, 26 სექტემბერი
ახალი ამბები:
ENG
05.09.2016 | 19:37

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას წარუძღვება

6 სექტემბერს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ეკონომიკის მინისტრს ევალდას გუსტასს შეხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილი და ევალდას გუსტასი, როგორც საქართველო - ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები, აღნიშნული კომისიის მეორე სესიას წარუძღვებიან. კომისიაში წარმოდგენილი არიან საქართველოსა და ლიტვის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

კომისიის ფარგლებში, კომისიის წევრები გაცვლიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მხარეებიასევე განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთარების დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და ა.შ.
უკან დაბრუნება
646ნახვა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას წარუძღვება
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა ანონსი ნახეთ მეტი