Home
Category
TV Live Menu
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ 15 წლის შემდეგ საქართველო ეკონომიკურად უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე დღეს

591958dd6f28c
BM.GE
15.05.17 11:30
814
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ 15 წლის შემდეგ საქართველო ეკონომიკურად უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე დღეს. ამ საკითხზე პასუხი არ იცის 16%-მა. ამასთან, 66% ფიქრობს, რომ 15 წლის შემდეგ სიღარიბე შემცირდება.

ამასთან, გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ მომავალი თაობა იმაზე უკეთესად იცხოვრებს, ვიდრე მისი თაობა, 9% მოელის, რომ მომავალი თაობა იგივენაირად იცხოვრებს, 12% კი მდგომარეობის გაუარესებას მოელის.

გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 24% არ ეთანხმება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 7 – 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა სულ 2493 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7 %.