Home
Category
TV Live Menu
Loading data...

NDI: ყველაზე მაღალი რეიტინგი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, ყველაზე დაბალი კი - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს

591964db4da69
BM.GE
15.05.17 12:20
686
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 43% - ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებს. საშუალოდ აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 34%, ცუდად და ძალიან ცუდად კი 12%.

სამინისტროების რეიტინგში შემდეგ მოდის იუსტიციის სამინისტრო. გამოკითხულთა 33% უწყების საქმიანობას კარგად ან ძალიან კარგად აფასებს. 40% ფიქრობს, რომ სამინისტროს საქმიანობა საშუალოა, 15% კი ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს უწყების საქმიანობას.

29% აფასებს კარგად ან ძალიან კარგად ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობას. 40%-ს მიაჩნია, რომ უწყება საშუალოდ მუშაობს, 23% კი ცუდად და ძალიან ცუდად აფასებს სამინისტროს საქმიანობას.

ყველაზე დაბალი რეიტინგი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 9%- 9% მიჩნევს უწყებების საქმიანობას კარგად ან ძალიან კარგად. 41% ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 24%- ცუდად. ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის მიმართ „საშუალოდ“ არის განწყობილი გამოკითხულთა 39%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 28% აფასებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 7 – 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა სულ 2493 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7 %.