Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება

5902e9cb2d10c
BM.GE
28.04.17 11:04
940
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS“ ტექნოლოგიით –ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება.

ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, სავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079.67 ლარია.