Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკის სამინისტრო: "ქსანი-სტეფანწმინდის" დამაკვაშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროაგდამცემი ხაზის მშენებლობა უსაფრთხოა ადგილობრივებისთვის

59172fd0451ef
BM.GE
13.05.17 20:07
740
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა "ქსანი-სტეფანწმინდის" დამაკვაშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროაგდამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

"გადამცემი ხაზი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და რეგიონისთვის კონკრეტულად. ჩვენ ადგილიბრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან.

პირადად მე არაერთხელ ვიყავი ჩასული ადგილზე, ვესაუბრე ადგილობრივებს, გავაცანი მთავრობის შესაბამისი დადგენილება და არანაირი წინაღობა ხალხის მხრიდან საკითხს არ ჰქონია. ამჟამად ამ ხალხთან ჩადიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობაში ცდილობენ პანიკის ან დაძაბულობის შეტანას. პროექტის შესახებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას.

რაც შეეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული თუნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ - მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმართველობას, გამგებლებს და თემის წარმომადგენლებს მოახდინონ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და კიდევ რამე კითხვის ნიშნები თუ არსებობს - ჩვენ არგუმრნტებს მივაწვდით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება დესტრუქციულ ჯგუფებს - ეს საზოგადოებამ განსაჯოს ვის და რის ინტერესებს ემსახურებიან. მივამრთავ ამ პროცესების უკან მდგომებს - შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ. არეულობის ინსპირირების მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა ილია ელოშვილმა.