Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროექტ "ჩრდილოეთი-სამხრეთის" ფარგლებში საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება

58662762254fa
BM.GE
30.12.16 18:00
1035
ენერგეტიკული დერეფნის "ჩრდილოეთი-სამხრეთის" ფარგლებში საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება.ამის შესახებ სომხეთის ენეგრეტიკის მინისტრმა აიკ არუტინიანმა განაცხადა.

"პირველ ეტაპზე ელექტროგამტარიანობა საქართველოსა და სომხეთს შორის 350 მეგავატი იქნება, სამომავლოდ კი ეს მოცულობა 750 მეგავატამდე გაიზრდება",-განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით უკვე დაწყებულია ასევე სომხეთსა და ირანს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

"ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ ჩამოგვიყალიბდება თვისობრივად ახალი ენერგოსისტემა, რომელიც ტრანზიტული იქნება და დააკავშირებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს",- აღნიშნა მინისტრმა.

შეგასენებთ, რომ 2016 წლის აპრილში სომხეთის, რუსეთის, ირანისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა ერევანში ხელი მოაწერეს მემორანდუმს ახალი ენერგეტიკული კორიდორის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ განხორციელების შესახებ, რომლის სიმძლავრე 1000 მეგავატი იქნება. შედეგად, იგეგმება ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა სომხეთსა და ირანს, სომხეთსა და საქართველოს, საქართველოსა და რუსეთს შორის.