ახალი მოდური ტრენდი ბაზარზე სახელად ბლაში(blush) სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა,თუმცა დღეს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. blush-ისჩანთები გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით,რომელიც მომხამრებლისთვის მოსახერხებელი და პრაქტიკულია. ქართული ბრენდი პოპულარულია როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე საზღვარგარეთ. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, პროდუქცია უკვე იყიდება ბერლინში არსებულ ერთ-ერთ ვინტაჟურ მაღაზიაში.ამასთან კომპანია შეკვეთებს იღებს უკრაინიდანდა რუსეთიდან.
"მოლაპარაკება მიდის ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიასთან.უკვე ვმუშაობთ საზაფხულო კოლექციაზე,საზაფხულო ჩანთებსა და მამაკაცის ხაზზე.სამომავლოდ ჩანთებთან ერთად სხვა პროდუქციაც გვსურსვაწარმოოთ“, -ამბობს ლელა შაბურიშვილი, Blush-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.