Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ინდოეთის მილიარდ 200 მილიონიანი ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის დამატებითი სტიმული იქნება"

58fe08dba6a23
დავით ჯალაღონია
24.04.17 18:15
778
"ინდოეთის მილიარდ 200 მილიონიანი ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის დამატებითი სტიმული იქნება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ "საქმის კურსს" განუცხადა. როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ ინდოეთთან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა იწყება.

ხელმოწერილი ერთობლივი განაცხადის თანახმად, სწორედ ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, თუ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამოქმედდა, ეს ქართველი მეწარმეებისთვის დამატებითი სტიმული იქნება საკუთარი პროდუქცია განათავსონ ინდურ ბაზარზე.

"ინდოეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზარი. ჩვენ შევთანხმდით ინდურ მხარესთან, რომ შევისწავლით აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, რა სარგებელი და რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს. როგორც კი ეს კვლევა დასრულდება მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას რამდენად მიზანშეწონილია ინდურ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის უმსხვილესი, მილიარდ 200 მილიონიანი ბაზარი, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის იქნება დამატებითი სტიმული საკუთარი პროდუქცია განათავსონ ინდურ ბაზარზე", - განუცხადა გენადი არველაძემ საქმის კურსს.