Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

შრომის ბაზარი - "დასაქმების დიდი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდის"

BM.GE
23.04.18 16:48
1161
დასაქმებულ თბილისელთა ნახევარზე მეტი სამსახურს ნაცნობის დახმარებით იწყებს. ეს არის ეი-სი-თის კვლევის ერთ ერთი მიგნება, რომელიც დასაქმების გზების მოძიებას ეხებოდა. კვლევის სესახებ საქმის კურსის მაყურებელი ინფორმირებულია და ამ საკითხზეჩვენს მომდევნო სტუმართანაც გვექნება შეკითხვა. თუმცა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარესთან საუბრის მთავარი თემა, შეხვედრის დეტალებია, რომელზეც ეკონომიკის სექტორული განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის ასახვაზე იმსჯელეს, პროფესიული სწავლების პროგრამებში. ერთ-ერთი კითხვა რომელიც დაისვა, არის, რამდენად კოორდინირებულია სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, დასაქმების და პროფესიული განათლების დონის გაზრდის კუთხით.

სტუმარი: რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავმჯდომარე