Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შენი იდეა ქალაქის მერს"

BM.GE
13.02.18 16:38
1285
შენი იდეა ქალაქის მერს - ასეთი სათაურით მეორე დღეა, ახალი ვებპორტალი მუშაობს, რომლის მიზანია დედაქალაქის მოსახლეობის იდეების თბილისის მერიისთვის მიწოდება. ამიტომ თუ ხართ იდეებით დახუნძლული, უნდა აკრიფოთ მისამართი - idea.tbilisi.gov.ge და ატვირთოთ წერილობით. თბილისის მთავრობას მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა მოსახლეობას დედაქალაქის განვითარებაში უფრო აქტიურად ჩართავს. 13 თებერვლის, ამ წუთის მდგომარეობით, საიტზე უკვე 95 განაცხადია დაფიქსირებული.

სტუმარი: ვახტანგ ჭედიშვილი - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე