Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობას კანონი რამდენიმე კვირაში დაარეგულირებს

591726e0ded16
ელენე გოგბერაშვილი
14.05.17 11:00
869
საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ილია წულაია რეგულაციების მიღებას რამდენიმე კვირაში აანონსებს. როგორც დეპუტატი "საქმის კურსთან" განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულაციებს უკვე ამზდებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

"კონსულტაციებს ვაგრძელებთ ბიზნესთან, მთავრობასთან, სებ-თან და ბაკებთან. რეგულაციების მიღების მხარდამჭერი არის დიდი უმრავლესობა ბიზნესწრეების და ბანკების წარმომადგენლების. საბოლოო ჯამში კონსესუსის საფუძველზე მოხდება ამ რეგულაციების მიღება. მე ვფიქრობ, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში’’-აცხადებს ილია წულაია.

მისი თქმით, რეგულაციების მიღების მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბანკს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ირიბადაც ფლობდეს არაპროფილურ აქტივებს.

"ბანკი უნდა იყოს ბიზნესის პარტნიორი. ბიზნესი ბანკს აღიქვამს კონკურენტად და ეს არის არაჯანსაღი სიტუაცია. ჩვენ გვინდა, რომ ბევრი მეწარმე ბანკში იღებდეს კრედიტს, აფართოვებდეს წარმოებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, იყოს ჯანსაღი სიტუაცია და მეწარმეს არ ჰქონდეს განცდა როცა ბანკში მიდის სესხის ასაღებად, რომ ის მიდის კონკურენტთან", - აცხადებს ილია წულაია.