Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე მეტი უმუშევარი 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფშია

59268b9db8bc5
BM.GE
25.05.17 12:38
789
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია და 31.9% შეადგინა, რაც 5.7 პროცენტული პუნქტით მაღალია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

უმუშევართა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ასევე ფიქსირდება, 20-24 და 25-29 ასაკობრივ კატეგორიაში.

"უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.