Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფარმაცევტულ დაწესებულებებში, 2017 წლის მდგომარეობით, სამართალდარღვევის ფაქტები 149 შემთხვევაში გამოვლინდა

58e653aa6672f
BM.GE
06.04.17 18:40
879
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ფარმაცევტულ დაწესებულებებში, 2017 წლის მდგომარეობით, სამართალდარღვევის ფაქტები 149 შემთხვევაში გამოვლინდა.

აღნიშნულ შემთხვევებზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

"პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევა (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემა) დაფიქსირდა 22 დაწესებულებაში, ხოლო მე-2 ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი დადასტურდა 79 შემთხვევაში.

ამ ეტაპზე, კონტროლის ღონისძიებები, მიმდინარეობს ქუთაისში და კახეთის რეგიონში, სადაც გამოვლენილ სამართალდარღვევებზე ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები”, - აცხადებენ სააგენტოში.