საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს სამ კონკრეტულ რჩევას აძლევს ეკონომიკის ზრდისთვის : ექსპორტის ზრდა, სამუშაო ძალის უნარების განვითარება და ფინანსებზე წვდომის ზრდა. როგორც IFC-ის რეგიონალური მენეჯერი „საქმის კურსთან“ ინტერვუში აცხადებს, საქართველო ყოფილ-საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა.
"როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ უნდა შევხედოთ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას. რეგიონის წინაშე არაერთი გამოწვევა იყო და ვთვლი, რომ საქართველო მათ თავს საკმაოდ წარმატებულად ართმევს. საქართველო ყოფილ-საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც.
საქართველოსთვის მთავარი გამოწვევები შემდეგია: მან უნდა გაზარდოს ექსპორტი, საქართველომ უნდა გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, და ასევე გაზარდოს ფინანსურ რესურსზე წვდომა კომპანიებისთვის“, - განაცხადა იან ვან ბილსენმა.