Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკები ახალ ცხოველებს უგზავნის

58e10da6bae5f
BM.GE
02.04.17 18:40
944
თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკები ახალ ცხოველებს უგზავნის. რიგის ზოოპარკი (ლატვია) უსურიის ვეფხვს უგზავნის თბილისის ზოოპარკს, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი ბენჰემის ზოოპარკიდან (დიდი ბრიტანეთი) ჩამოვა.

"ამჯერად "თიბისი სტატუსი" დაგვეხმარა - სწორედ მან იზრუნა ვეფხვის ტრანსპორტირებაზე. მისივე ინიციატივით, ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ უსურიის ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ", - განმარტავენ თბილისის ზოოპარკში.