Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საკუთარ პოზიციას პარლამენტს წარუდგენს

589c8de2bcdc9
BM.GE
09.02.17 19:40
931
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საკუთარ პოზიციას პარლამენტს წარუდგენს, - როგორც უწყებაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, კომისია ამ ეტაპზე კანონპროექტს სწავლობს და შესაბამის კომიტეტს საკუთარ პოზიციას შესწავლის დასრულების შემდეგ წარუდგენს.

საქმე ეხება კანონპროექტს რომლის მიხედვითაც, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეძლევა უფლებამოსილება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განუსაზღვროს ვალდებულებები და აკონტროლოს მათი შესრულება.

როგორც კომპანიაში Magti განმარტავენ, ავტორიზებული პირები, მოსმენების შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულები არ ყოფილან.

"კანონპროექტის საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია მისი განხილვა ავტორიზებული პირების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან კანონპროექტით დაკისრებული მძიმე ვალდებულებების სრულყოფილად აღსრულება შეუძლებელია. სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა უნდა გაითვალისწინოს როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური და ფინანსური ასპექტები“, - განმარტავენ კომპანია მაგთიში.