Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბათუმი-გოდერძის მიმართულებით, სამარშრუტო ვერტმფრენი იფრენს

59257b1312f74
BM.GE
24.05.17 16:21
1612
კურორტი გოდერძის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2017 -2018 წლებში დაგეგმილია კურორტის შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა რომლის ბიუჯეტიც 8 მილიონი ლარია. ამასთან, დაგეგმილია ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის განკუთვნილი შენობის შეძენა და მოწყობა. ადგილზე მოეწყობა 112-ის შენობაც.

ბათუმი - გოდერძის მიმართულებით, სამარშრუტო ვერტმფრენი ამოქმედდება, რომელიც 6 ადამიანის მოემსახურება. 2017-2018 წლებში პროექტისთვის 300 000 ლარი გამოიყოფა.