Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩაი გურიელი" პროდუქციას ექსპორტზე გერმანიაში გაიტანს

5880ac5f79c3b
ანი ჯოხაძე
19.01.17 16:07
1743
"ჩაი გურიელი" პროდუქციის ექსპორტზე გერმანიაში გატანას აპრილში გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ელდებინ. მიხეილ ჭკუასელის განცხადებით, კომპანიამ გასულ წელს უკვე აიღო ISO სტანდარტი.

კომპანია ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკის ბაზართანაც, სადაც პირველად პროდუქცია ექსპორტზე 4 წლის წინ გავიდა.

ჭკუასელის განცხადებით, მიმდინარეობს ექსპერიმენტული სამუშაოები ახალი პროდუქციის წარმოებსთან დაკავშირებით. "ახალი პროდუქციის ერთეულების წარმოება შესაძლებელია მცირე რაოდენობით, მაგრამ თუ არ იქნება მასშტაბური წარმოება, ეკონომიკურად ეს გაუმართლებელი გამოვა", - ამბობს ჭკუასელი.

შეგახსენებთ, შპს "ჯეოპლანტი" ჩამოყალიბდა 1996 წელს. კომპანია ჩაის „გურიელის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.