Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ახვლედიანის ქუჩაზე განთავსებული შენობა აუქციონზე სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით იყიდება

58cfd64579833
BM.GE
20.03.17 17:16
1118
თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში, გ. ახვლედიანის ქუჩა N22-ში მდებარე 1269 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირობიან ელექტრონულ აუქციონზე სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით იყიდება.

ქონება გასაყიდად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა.

აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის სს „სილქნეტის “საკუთრებაში არსებული N01.00.332 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ნაგებობების დანიშნულებისამებრ, შეუფერხებლად ექსპლუატაცია, ხოლო მათი ტრასის კონფიგურაციის ცვლილების შემთხვევაში გასწიოს სათანადო ხარჯები და შეათანხმოს ხაზოვანი ნაგებობის მფლობელ სუბიექტთან.