Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა

5864e4ee2f1bf
BM.GE
29.12.16 14:26
1085
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ნინოწმინდის, ბორჯომის, ამბროლაურის, წალკის, ქედას, თეთრიწყაროს, ახალციხის, სიღნაღის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, დმანისის, ცაგერისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ეწევიან.

აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: რძის წარმოება-გადამუშავება; ხე-ტყის გადამუშავება; მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის წარმოება; თაბაშირის მადნის გადამუშავება; ავეჯის წარმოება; ხილის, წვენების და ზეთების წარმოება; პურის ნაწარმის ცხობა; მევენახეობა; მეფრინველეობა; მეცხოველეობა და სხვა.

ამჟამად, მაღალმთიანი საწარმოს სტატუსით ჯამში 149 მეწარმე სარგებლობს.

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო იურიდიული პირები - ქონებისა და მოგების გადასახადისგან.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.