Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საია: მაღალმთიან რეგიონებზე საგადასახადო შეღავათების გავრცელება დისკრიმინაციულად ხდება

BM.GE
16.04.18 16:40
899
საქართველოს აქვს კანონი “ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კანონი მთაში მუდმივად მცხოვრები ადამიანებისათვისსოციალურ შეღავათებს და ეკონომიკური საქმიანობის წახალისებასითვალისწინებს. როგორც აღმოჩნდა არსებობს გარკვეულიგამონაკლისები, როდესაც მოქალაქეს ამ სიკეთეებით სარგებლობა არ შეუძლია, სწორედ ამიტომ, 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებზე საგადასახადო შეღავათების თანაბრად გავრცელებას. მოსარჩელე არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი, თუმცა მასზე საგადასახადო შეღავათი არ გავრცელდა, რადგან იგი ცხოვრობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო მისი მიწის ნაკვეთი ამავე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მდებარეობს.

სტუმარი: გიორგი გოცირიძე - საიას იურისტი