Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს

594547f980713
BM.GE
17.06.17 19:12
883
თბულისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩაზე გზის დაგების 24 საათიანი რეჟიმი პროექტის 10 სექტემბრისთვის დასრულებას უზრუნველყოფს. როგორც მერმა  მედია სემინარზე ჟურნალისტებს განუცხადა პეკინის გამზირზე სამუშაოები გზის გადაკეტვისთანავე  გუშინ საღამოს დაიწყო .

''პეკინზე მოძრაობა ცალმხრივია, რაც იმას ნიშნავს რომ ტელევიზიიდან მიმავალი მანქანები კოსტავას ქუჩის და ჟვანიას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ პროექტისთვის ოპერატიული შტაბი სასტუმრო ჰოლიდეი ინშია განთავსებული, საიდანაც პროცესის დაკვირვება და გადაწყვეტილებების მიღება ხდება'' - განაცხადა ნარმანიამ. ამასთან, თბილსის მერი საზოგადოებას მოუწოდებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობისგან, რათა ტერიტორიის გადატვირთვა და საზოგადოების დისკომფორტიც ნაკლები იყოს.