Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა კალაძე "ხუდონჰესზე": ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაოა, რომ იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვეყნისთვის

5919a704d4371
დავით ჯალაღონია
15.05.17 17:00
838
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობასა და "ხუდონჰესის“ ინვესტორ კომპანია "ტრანს ელექტრიკას“ შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

"ჩვენ მოტივირებულები ვართ და ჩვენი მთავარი ამოსავალი მიზანია, რომ პროექტი სწორად და სწრაფად განხორციელდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან არის სპეციალურად სამუშაო, რომ იმ ადამიანებმა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი როგორც ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტულად იმ რეგიონისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ხუდონჰესის" ინვესტორთან პროექტის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 19 აპრილს განაცხადა. იგი ირწმუნება, რომ სახელმწიფო ამ პროექტს უკეთ განახორციელებს. მოგვიანებით, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ მთავრობის მიერ ინვესტორისგან "ხუდონჰესის" გამოსყიდვის პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. რა თანხის გადახდა მოუწევს მთავრობას "ხუდონჰესში" "ტრანს ელექტრიკასთვის", უცნობია. თანხას აუდიტი დაითვლის. თავად კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ კი „საქმის კურსთან“ რანდენიმე თვის წინ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტორმა პროექტზე 30 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.