წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,0 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით შემცირდა, იმპორტი კი 29%-ით გაიზარდა.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 3 983 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელტან შედარებით 12,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 9,4%-ით გაიზარდა.