Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უკრაინული ავიაკომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

5919af7b39656
BM.GE
15.05.17 17:36
734
უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს.

ავიაკომპანია ANDA Air-ი, MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს, კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2 სიხშირით ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 1-სიხშირით ოთხშაბათობით იფრენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.