Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის" $50 მილიონიან კაპიტალში საპარტნიორო ფონდის წილი $24 მლნ იქნება

59258b4b59178
თელარა გელანტია
24.05.17 17:30
1341
ქართულ-ჩინური "საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის" $50 მილიონიან კაპიტალში საპარტნიორო ფონდის წილი $24 მლნ იქნება.

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე განმარტავს, $50-მილიონიანი საწესდებო კაპიტალის მქონე ფონდში, კომპანია CEFC $26 მლნ-ით შემოდის.
შეგახსენებთ, "საპარტნიორო ფონდსა" და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 14-15 მაისს, ჩინეთში გაიმართა.

დავით საგანელიძის თქმით, $50 მლნ არის კაპიტალი, რომელმაც საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი თანხების აკუმულირება უნდა უზრუნველყოს.

ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა - ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს, თუმცა როგორც საგანელიძე ამბობს, ის შეეცდება, ენერგეტიკული პროექტები ნაკლებად დააფინანსონ.

დავით საგანელიძის ინფორმაციით, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი" ფუნქციონირებას მიმდინარე წლის შემოდგომიდან შეუდგება.