Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ უნდა აღდგეს ე.წ. საპოლიციო და სააღსრულებო გამოსახლების მექანიზმები

BM.GE
23.02.18 17:00
1158
თემა, რომელიც აქტუალური და პრობლემურია არა მხოლოდ ბიზნესისთვის არამედ ფიზიკური პირებისთვისაც, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონება და მათი გაქირავებიდან იღებენ შემოსავალს ან შეიძლება აუქციონზე იყიდონ ბინა ან სახლი, გადაიხადონ ფული, საჯარო რეესტრმა დაადასტუროს მათი მესაკუთრეობა, მაგრამ ქონების განკარგვა ვერ შეძლონ, თუ იქიდან ძველი უკვე არაკანონიერი მესაკუთრები არ გამოვლენ. შედეგად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიუხედავად, კანონიერი მესაკუთრე იძულებული ხდება გადატვირთულ ქართულ სასამართლოში ეძებოს სამართალი და ამ ყველაფერს საშუალოდ 2-3 წელი სჭირდება. ხანდახან მეტიც.