Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მედიკამენტების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

593faf9b33fb4
BM.GE
13.06.17 13:25
774
2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით (223 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 003 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.8%-ით (287 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 2 941 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით (43 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 3.8%-ით (22.9 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20.1 მლნ. აშშ დოლარით.

მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (70%) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%) იმპორტი.

2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება, აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, მარტში 36.4%-ით, ხოლო აპრილში 22.9%-ით გაიზარდა.