Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართულ ბაზარზე ახალი ფრანგული ბრენდი Tati შემოდის

58cfc9f4ce3b1
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.17 11:25
1109
ქართულ ბაზარზე ახალი ფრანგული ბრენდი Tati შემოდის. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი საქართველოში Gitex ჯგუფს შემოჰყავს, რომელიც საქართველოში უკვე ფლობს რამდენიმე ბრენდს, როგორებიცაა Ovs, Terranova, Penti, Collezione.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ბასილაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, პირველი მაღაზია სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" გაიხსნება, შემდეგ კი სხვა მოლებშიც გავრცელდება.

გიორგი ბასილაძე აცხადებს, რომ ბრენდი საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება და გადის დაახლოებით ისეთ სეგმენტში როგორიცაა LC Waikiki და Terranova.
ახალი ბრენდი თბილისში მაისში გამოჩნდება.