Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტყიბულში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

5901e71f18e3d
BM.GE
27.04.17 16:23
705
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში შპს „გეო-ფლაუერსს“ სოფელ წყნორში მდებარე 173 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით იჯარით სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ გადასცა.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.